30 მაისს, 19:00 საათზე დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით.
შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
ვებინარის მონაწილეებს საქართველოს ბანკის Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიატები და გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაუზიარებენ.
Fulbright-ის პროგრამით დაინტერესებული ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობების შესახებ; დეტალურად გაეცნობიან პროგრამაში მონაწილეობის ყველა ეტაპს და მიიღებენ აპლიკაციის შესავსებად საჭირო მნიშვნელოვან რჩევებს.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
2026-2027 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამისთვის აპლიკაციების შევსება შესაძლებელია 2025 წლის 1 აგვისტომდე. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა უკვე 15-მა ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო.
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, PS...
საქართველოს ბანკი კულტურის სფეროს მხარდაჭერას გ...
საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის საჭ...
თანამედროვე ავტომფლობელებისთვის დრო და სანდოობა...
მასწავლებლების დაფასებისთვის, საქართველოს ბანკი...
Mana press