საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია. ამ პროცესის ფარგლებში, ბანკი ბიზნეს განათლების სესიების ციკლს აგრძელებს. 11 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B სივრცე პრაქტიკულ ვორკშოპს უმასპინძლებს თემაზე — "AI-ის გამოყენება ბიზნესში"
ვორქშოპი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ გააცნობიერონ, თუ როგორ შეიძლება AI-ის გამოყენებით გაყიდვების ზრდა და პროდუქტიულობის თუ სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესება.
ღონისძიებას გაუძღვება ტატა მომცელიძე, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის კლასტერის პროდუქტის მფლობელი, რომელიც წლებია, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას და ავტომატიზაციას ხელმძღვანელობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები:
შეხვედრა გაიმართება მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის 15, 4B, 11 ივნისს, 16:00-18:00 საათამდე.
ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვორქშოპი საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია — პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ღონისძიებებს და ბიზნესისთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ რესურსებს.
თიბისი კამპუსი განათლების პროგრამაა მათთვის, ვი...
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გამორჩეული მასწ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ივნისის თვეში, 5 ს...
კიევის 26-ე საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე ს...
თიბისისა და „საქართველოს ლურჯი მოცვის მწა...
Mana press