თიბისის, ვიზას და VELI ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, ინდივიდუალურ მეწარმეებს, მათ შორის თვითდასაქმებულებს და ფრილანსერებს, შესაძლებლობა აქვთ, ველი ბიზნესის ონლაინ პლატფორმაზე მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შეიძინონ და ღირებულების 30%, მაქსიმუმ 200 ლარი დაიბრუნონ.
სპეციალური შეთავაზებით სარგებლობას ინდივიდუალური მეწარმეები 1 თვის განმავლობაში, 2025 წლის 6 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში შეძლებენ. იმისათვის, რომ თვითდასაქმებულმა ადამიანებმა აღნიშნული პირობით ისარგებლონ, აუცილებელია, გადახდა თიბისის ბიზნესბარათით განხორციელდეს.
თიბისის, ვიზას და VELI ბიზნესის ერთობლივი ინიციატივის მიზანია, ინდივიდუალური მეწარმეების მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა იმისთვის, რომ მარტივად მიიღონ წვდომა სხვადასხვა საჭირო ინვენტარზე, აღჭურვილობასა თუ ტექნიკაზე, განავითარონ საკუთარი საქმიანობა და იყვნენ “ერთი ნაბიჯით წინ”.
“ინდივიდუალური მეწარმეების მხარდაჭერა თიბისი ბიზნესისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. კარგად გვესმის, რა გამოწვევების წინაშე დგანან თვითდასაქმებული ადამიანები ყოველდღიურად. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვნერგავთ ისეთი მომსახურებას თუ პროდუქტებს, რაც მათ საქმიანობის გამარტივებაში დაეხმარებათ და შესაძლებლობას მისცემთ, იყვნენ ერთი ნაბიჯით წინ. ვაგრძელებთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობას და მათ, უახლოეს პერიოდში, კიდევ არაერთ საინტერესო პროდუქტს თუ მომსახურებას შევთავაზებთ”, - ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისი ბიზნესის ლიდერი.
შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე , ასევე, თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე: (032) 2 2727*3 .
SOLO Education-ისა და Anglo-Georgia-ს თანამშრომ...
კინოპრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარ...
ყოველწლიურად, Global Private Banker-ის გამოცემა...
წელს ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდ...
Mana press