Foto

„ლიტერა ჩაიშალა“ – „მწერალთა სახლის“ განცხადება

„მწერალთა სახლი“ ლიტერატურულ კონკურს „ლიტერასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი კონკურსის ჩატარება.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მიზეზი საკონკურსოდ წარდგენილი 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე მოხსნილი 92 წიგნია, ასევე მწერალთა სახლის მიერ შერჩეული ოთხი ჟიურის წევრის მიერ მონაწილეობაზე უარის თქმაა.

„მწერალთა სახლი იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის.

მწერალთა სახლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.