გამძლეობა ექსტრემალურ პირობებში, ძრავის დაცვა და ხანგრძლივი სიცოცხლე - გლობალური საცხებ-საპოხი მასალების წამყვანი ამერიკული ბრენდის Mobil-ის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის. აწარმოებს ზეთებსა და ლუბრიკანტებს საავტომობილო, ინდუსტრიული, საავიაციო და საზღვაო სფეროებისთვის. ის იყო პირველი, ვინც აშშ-ში რეაქტიული ავიაციური საწვავის წარმოება დაიწყო.
ExxonMobil-მა საფუძველი დაუდო უმაღლესი ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების შექმნას. ბრენდი დღეს უკვე ასოცირდება ინოვაციასთან, შესრულების საიმედოობასთან და უკომპრომისო ხარისხთან.
Mobil-ის მთავარი უპირატესობები
Mobil 1 იყო პირველი სინთეზური ზეთი, რომელიც 1974 წელს გამოჩნდა. ის 70-ზე მეტ ავტობრენდში გამოიყენება, როგორც ძრავის პირველადი ჩასხმის ზეთი. მუშაობს ექსტრემალურ ტემპერატურებზე: -40°C-დან +150°C-მდე.
აღსანიშნავია, რომ Mobil-ის სინთეზური ზეთების გამოცდა თავდაპირველად ისეთ ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა, რომ NASA-მ მათი ფორმულების ნაწილი საკუთარ პროგრამებშიც კი ჩართო — ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ზეთი სტაბილურობას მაღალი წნევის, სიცხისა და სიცივის პირობებშიც კი ინარჩუნებს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ Porsche-ს ყველა ახალი მოდელი ქარხნიდან გამოდის სწორედ Mobil 1-ით შევსებული ძრავით — ეს პარტნიორობა ხაზს უსვამს ხარისხსა და ინჟინრულ სიზუსტეს.
Mobil აქტიურად მონაწილეობს გარემოსდაცვით ინიციატივებში, სასაქონლო შეფუთვის გადამუშავების პროგრამებში. ბრენდის მიზანია, დამდეგი ათწლეულისთვის გახდეს უფრო ნახშირბადნეიტრალური მწარმოებელი.
Mobil-ის ძირითადი პროდუქტები
1. Mobil 1 - პრემიუმ სინთეზური საავტომობილო ზეთი, რომელიც განკუთვნილია მაღალი წარმადობის ძრავების, ტურბო ძრავებისა და ექსტრემალური პირობებისთვის. გამოირჩევა სისუფთავით, საწვავის ეკონომიით და ძრავას იცავს ცვეთისგან. ფართოდ გამოიყენება როგორც სპორტში (F1, NASCAR), ისე - ყოველდღიურ ავტომობილებში.
2. Mobil Super - მაღალი ხარისხის სინთეზური ან ნახევრად სინთეზური ზეთების სერია, ხელმისაწვდომი და საიმედო პროდუქტი ავტომობილების მძღოლებისთვის. იცავს ძრავას ცვეთისგან და უნარჩუნებს სისუფთავეს.
3. Mobil Delvac - განსაკუთრებით რეკომენდებულია მძიმე სატვირთო ავტომობილებისთვის, ავტობუსების, სპეც.ტეკიქნისა და დიზელზე მომუშავე ძრავებისთვის. პოპულარულია ლოგისტიკის, სამშენებლო და აგრარულ სექტორებში. იცავს ძრავას მძიმე დატვირთვისა და შორ გზაზე გადაადგილების პირობებში.
4. Mobil Industrial - ინდუსტრიული ლუბრიკანტები, რომლებიც გამოიყენება ქარხნებსა და საწარმოო სისტემებში. მოიცავს ჰიდრავლიკური, კომპრესორის, ტურბინის ზეთებს, საპოხებს და სხვა. შექმნილია რთულ და ინტენსიურ სამუშაო გარემოში გამოყენებისთვის.
Mobil - სუპერქარების რჩეული ბრენდი
საცხებ-საპოხი მასალების წამყვან ამერიკულ ბრენდს ნდობა უკვე გამოუცხადეს მსოფლიოს ცნობილმა ავტომწარმოებლებმა: Porsche, Mercedes-AMG, Honda და Toyota.
Mobil 1 გამოიყენება მოტოსპორტში და არის ოფიციალური ზეთი ავტოსპორტის ისეთი გიგანტებისთვის, როგორებიც არიან: Red Bull Racing (Formula 1), Porsche Motorsport, NASCAR-ის გუნდები, 24 Hours of Le Mans, Moto GP. შეჯიბრებებში მოპოვებული გამოცდილება გამოიყენება სამომხმარებლო ზეთების გაუმჯობესებაში.
საქართველოში ამერიკული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი „თეგეტა მოტორსია“. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია mobil-ს ოფიციალურად წარადგენს სომხეთსა და უზბეკეთში.
საქართველოს ბანკი, როგორც ხელოვნური ინტელექტის ...
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და აგრო ...
სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, საქარ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის ...
Mana press