საქართველოს ბანკი, როგორც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ლიდერი და ტექნოლოგიური ინოვაციების გამავრცელებელი ორგანიზაცია, წელს Change Inspire-ის მთავარი პარტნიორია. კონფერენციაზე ბანკის გუნდის რვა წარმომადგენელი წარსდგება და AI-ის ინტეგრაციის საკუთარ გამოცდილებას, წარმატებულ ქეისებსა და ხედვებს ფართო აუდიტორიას გაუზიარებს.
Change Inspire საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექ ღონისძიებაა. წელს იგი სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიურ ლიდერებსა თუ ინჟინრებს მეექვსედ უმასპინძლებს. ღონისძიება 4 ივლისს Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება თემით — „AI ჩემპიონთა ლიგა“.
საქართველოს ბანკის გუნდი კონფერენციაზე წარმოაჩენს, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ტრანსფორმაცია განიცადოს არა მხოლოდ ცალკეულმა პროცესებმა, არამედ მთლიანად, ორგანიზაციულმა კულტურამ და სამომხმარებლო გამოცდილებამ.
უფრო კონკრეტულად კი საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ღონისძიებაზე შემდეგი თემებით წარდგებიან:
კონფერენცია დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიმდინარე ცვლილებები შეისწავლონ, დარგის ექსპერტებისგან პრაქტიკული რჩევები მიიღონ და თანამოაზრეებს გაეცნონ.
შემოუერთდით „AI ჩემპიონთა ლიგას“ და გახდით ტექნოლოგიური მომავლის ნაწილი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს.
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და აგრო ...
გამძლეობა ექსტრემალურ პირობებში, ძრავის დაცვა დ...
სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, საქარ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის ...
Mana press