Foto

მაშველებმა მტკვარში ცხედარი იპოვეს

ორდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს. 

როგორც "ექსპრესნიუსს"  საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში უთხრეს, ცხედარი ოჯახის მიერ იდენტიფიცირებულია.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 20-მდე მაშველი, 3 მყვინთავი და მცურავი საშუალებები. 

მაშველებმა მტკვარში სამძებრო სამუშაოები 2 აგვისტოს დაიწყეს.