Foto

მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გათავისუფლდა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი, თავისუფალია.

ბრალდებული, რომელიც სასჯელს 15 წლის მოზარდის მიმართ იძულების ფაქტზე იხდიდა, ე.წ უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე გათავისუფლდა.

„მარიანა ჩოლოიანი გათავისუფლდა საბჭოს გადაწყვეტილებით, მას კანონმდებლობით ეხებოდა პირობით ადრე გათავისუფება, საბჭომ უარი განუცხადა მარიანა ჩოლოიანს, რის შემდეგაც, დაცვის მხარემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ომ ბათილად ეცნო საბჭოს გადაწყვეტილება. კრიტერიუმებს ნამდვილად აკმაყოფილებდა ჩოლოიანი“, - განაცხადა მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 17 დეკემბერს „მწვანე სკოლის“ მოსწავლემ, 15 წლის ლუკა სირაძემ სოციცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის მთავარ მიზეზად, მარიანა ჩოლოიანის მხრიდან მოზარზე ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდებოდა. 2020 წლის 7 სექტემბერს მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.