საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების ჩამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდება თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან.
„ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის ასევე დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან, რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. მათ სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში მოსვლა იმის გამო, რომ ქაბულში მდგომარეობა იყო დაძაბული, ამიტომ არჩიეს, რომ დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა ვმუშაობთ მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, შესაბამისად ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებე...
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლი...
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რ...
რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შე...
რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის...
Mana press