Foto

ვახო სანაიას თავდასხმაში მონაწილე სამივე პირი თავისუფალია

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამი პირი საპატიმროს დღესვე დატოვებენ. განაჩენი მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოიტანა.

სამივე მათგანს 6-თვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ეს ვადა კი დღეს 25 აგვისტოს იწურება.

ერთ-ერთი ბრალდებული სულიკო საყევარიშვილი მოსამართლემ 126-ე [ცემის] მუხლით უდანაშაულოდ სცნო და დისკრიმინაციული მოტივით, ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;

ვაჟა გიგაური, რომელიც ვახო სანაიას თქმით, კონფლიქტის ინიციატორია და მას სახეში ურტყამდა, მოსამართლემ დამნაშავედ სცნო ორივე მუხლით და მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა და 2500-ლარიანი ჯარიმა;

მესამე ბრალდებულს, გიორგი სახელაშვილს, ასევე 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა, ისიც ორივე მუხლით სცნო მოსამართლემ დამნაშავედ.