თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული ათივე პირი პატიმრობაში დატოვა.
პროკურორის განცხადებით ყველა მტკიცებულება გამიკვლეის, რომელთა მიხედვითაც სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების შეფარდება და სწორედ ამიტომ დატოვა მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში.
„კიდევ ერთხელ შეფასდა საქმეში არსებული როგორც მტკიცებულებები, ისე ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები და მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობითაც სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი და ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობა დატოვა ძალაში. ახლა მსჯელობა იყო აღკვეთის ღონისძიებაზე, თითოეული მტკიცებულება, როგორც მოწმეთა ჩვენებები ისე ვიდეომასალები გამოკვლეული იქნება საქმის არსებით განხილვაზე“, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press