Foto

საქართველოში ტემპერატურის საგრძნობი კლებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს. 

2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა.

უწყების ინფორმაციით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში კი ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს