Foto

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1148 ლარი გახდა.,კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1107 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6817 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6806 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა.