Foto

შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი სავარაუდოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აირჩევს

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის  განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი სავარაუდოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აირჩევს.- ამის შესახებ ჟურნალისტებს  მისმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ განუცხადა.

ბრალი, რომელიც რაფაელ მურსაკულოვს წარდგენილი აქვს, საქმის ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯადობას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულმა პოზიცია სასამართლო პროცესზე მას შემდეგ უნდა დააფიქსიროს, როცა სასამართლო კონკრეტული კითხვით მიმართავს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და მისი დაკავებით გაოგნებულია.