Foto

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცმა ტურისტი ქალი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს, თავდამსხმელმა კი თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

აღნიშული ინფორმაცია „ინტერექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ დაჭრილი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.