"ტვ პირველის" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
როგორც გრიგოლიამ შენობაში შესვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მთავარი მიზანია, გაარკვიოს თუ რა უფრო აინტერესებს საგამოძიებო უწყებას, ვინ ახორციელებს უკანონო მიყურადება-თვალთვალს თუ საიდან გაიგო ეს ინფორმაცია მან.
"რას იძიებენ: ვინ ჩაწერა ეს მასალები ფარულად, ვინ მოგვისმინა, ჩვენი უკანონო თვალთვალი და მიყურადება ვინ განახორციელა თუ მე საიდან გავიგე, რომ ამ კრებსში იყო ჩემი სახელი და გვარი. განსაკუთრებულს ვერაფერს ვეტყვი". - განაცხადა გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, რომ მედიაში სავარაუდოდ სუს-ის მიერ ფარული მიყურადების ჩანაწერები 13 სექტემბერს გავრცელდა. ჩანაწერებში საპატრიარქოს წარმომადგენლები, დიპლომატები, ჟურნალისტები ფიგურირებენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press