Foto

თავდასხმა საარჩევნო უბანზე - მარნეულში „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ დაშტაფას 52-ე საარჩევნო უბანზე „ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი წევრი დაჭრეს.

მამაკაცს დაზიანება ცივი იარაღით მიაყენეს, რის შემდეგაც ის სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს გამოძიება.