საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან. ადგილზე ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია უკვე მივიდნენ.
როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა შეხვედრამდე განაცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ წინა დღეებში არ მისცა ადვოკატებს ექს-პრეზიდენტის მონახულების საშუალება, რამაც მისივე თქმით, დაარღვია მისი დაცვის უფლება.
„სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არ მოგვცა შესაძლებლობა პარასკევიდან მოყოლებული მოგვენახულებინა მიხეილ სააკაშვილი. დღეს გვექნება შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ მას. ვფიქრობ, ეს არ იყო სტანდარტული შემთხვევა, სადაც სამუშაო საათების არ არსებობის გამო უარი უნდა ეთქვათ ადვოკატებისთვის პრეზიდენტ სააკშვილის მონახულებაზე, ვინაიდან ის დააკავეს სწორედ არასამუშაო საათებში და მისი დაცვის უფლება დაირღვა იმით, რომ არ მოგვეცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press