მსახიობი ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ამირან ქადეიშვილი 1953-1985 წლებში იყო ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და თეატრ „ძველი სახლის“ მსახიობი. მან თეატრსა და კინოში არაერთი სახასიათო როლი შექმნა. მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული კი „ხირხალას“ როლით დაიმსახურა ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“.
მსახიობის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია („სემირამიდას ბაღები“, ს. დოლიძე, 1970წ.), კვეგვე ტარბა („მთვარის მოტაცება“, თ. მელიავა, 1973წ.), კურა-მუჰამედი („ციმბირელი პაპა“, გ. კალატოზიშვილი, 1973), ჭოლა („პირველი მერცხალი“, ნ. მჭედლიძე, 1975წ.), ხირხალა („სიყვარული ყველას უნდა“, გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980წ.) და სხვა. მონაწილეობდა ფილმებში: „კავკასიის ტყვე“ (გ. კალატოზიშვილი, 1978წ.), „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“ ( ყ. მგელაძე, 1980წ.), „თბილისი, პარიზი, თბილისი“ (ლ. აბაშიძე, 1980წ.), „ჟამი მოქცევის“ (ნ. ომიაძე, 1982წ.) და სხვა.
ამირან ქადეიშვილს 2018 წელს, ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“
ვითარება მაინც შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდე...
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებ...
მაქვს შესაძლებლობა და პატივი შემოგთავაზოთ ინტერ...
ტაკერ კარლსონი არ არის ბოლო ადამიანი ამერიკულ ჟ...
მოსკოვის პოკროვსკის მონასტრის იღუმენის იღუმენ ფ...
Mana press