Foto

რუსთავში „ევროპული საქართველოს“ წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მანქანა დაუმტვრიეს

რუსთავში „ევროპული საქართველოს“ წევრის, ვახტანგ ქებაძეს თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მიმავალს თავს 50-ზე მეტი ადამიანი დაესხა და  სამმა ფიზიკურად იძალადა. მისივე თქმით, თავდამსხმელებმა მის პირად ავტომობილს დაუშინეს ცოცხები, კვერცხები და სხვადსხვა ნივთი. 

დაშავებულს რუსთავის კლინიკაში პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და კვლევები ჩაუტარდა.

"მივემართებოდით ღონისძიებაზე, ვიყავი გაჩერებული და გადმოსული ჩემი პირადი მანქანიდან. მოპირდაპირე მხარეს დავინახე, რომ 50-ზე უფრო მეტი აგრესიულად განწყობილი ადამიანი მოემართებოდა ჩემ პირდაპირ. გადმოჭრეს გზა და დამესხნენ თავს როგორც ფიზიკურად, ასევე მანქანას დაუშინეს ცოცხები, კვერცხები, სხვადსხვა ნივთი. ძირითადად 3 ადამიანი იყო, რომლებმაც ჩემზე იძალადეს. დანარჩენი გარშემო იყვნენ შემორტყმულები და როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ". - ამბობს ქებაძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.