რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვი, თბილისში რუსეთის მოქალაქის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე საქართველოსგან ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.
„რია ნოვოსტი“–ს ინფორმაციით, შესაბამისი ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გაეგზავნა.
„ინტერესთა განყოფილებამ (საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა, თხოვნით, მიაწოდოს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში არსებული ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის ფაქტის შესახებ, ასევე გაეწიოს საჭირო იურიდიული დახმარება გარდაცვლილის მამისთვის ცხედრის სწრაფად გადაცემის საკითხში", – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, 18 ოქტომბერს, თბილისში ახალგაზრდა ქალი, ანასტასია შატალოვა სადარბაზოსთან მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, მას 7 ტყვია ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე 3 პირია დაკავებული.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press