5 ივლისის საქმეზე დაკავებული 27 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
დღეს 6 პირის სასამართლო სხდომა ჩატარდა, სადაც ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე 27 ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასა და მტკიცებულებების დაუშვებლობაზე იმსჯელეს.
წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების პატიმრობის შეცვლის მიზნით 5 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა. თუმცა მოსამართლეებმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.
შეგახსენებთ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები დაშავდნენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press