"ძალიან მინდა ადვოკატებსაც მოვუწოდო, რომ ფრთხილად იყვნენ, არ გახდნენ წამახალისებლები", — განაცხადა 5 ივლისის საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ წინასასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
"როდესაც ვამბობ, ბრალდებულებისთვის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რომელიღაცა კონკრეტული ჯგუფი ან ჯგუფთან ასოცირებული პირები მიუღებლები არიან და ეს მათ აძლევთ უფლებას და ვალდებულად თვლიან თავს, რომ გარკვეული ექსტრემიზმით წავიდნენ, ამ ადამიანებს მიაყენონ ფიზიკური დაზიანება, დალეწონ სხვისი საკუთრება, მათ შორის, სადარბაზოს სკამები, შეუვარდნენ სხვა მოქალაქეს, აი, ამ მოცემულობაზე, როცა ამბობენ თვითონ, რომ ხვალაც გავაკეთებთ ამასო, იმიტომ, რომ სჯერათ, ამით საკუთარ ღირსებას იცავენ, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს თვითონვე ასაბუთებენ", — განაცხადა პროკურორმა.
5 ივლისის საქმეზე დაკავებული 27 ორკი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების გადაისინჯვასა და მხარეების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
ბრალდების პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარის ნაწილი გირაოს, ნაწილი კიდევ მათ გათავისუფლებას, თუმცა მოსამართლეებმა არ გაიზიარეს დაცვის მხარის პოზიციები.
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ე.წ. &bd...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლი...
ხაშურში, 9 წლის ბავშვი სამსახურიდან მისულ ...
თურქეთის მუღლას პროვინციაში, ქალაქ მარმარისში 5...
რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალ...
Mana press