ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციით გაიხსნა. 2022 წლის თებერვალში გამოვა მწერალ ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი The Lack of Light, რომლის საავტორო უფლება ჯერ კიდევ წიგნის გამოცემამდე შეიძინა ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გამომცემლობა „ჰარპერ კოლინზმა“.
წიგნის მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე განმარტავს, რომ ნაწარმოების სამუშაო სათაურია „უკმარი სინათლე“. ახალი რომანის საავტორო უფლება, აშშ-ის გარდა, ცხრა ქვეყანამ შეიძინა. მათ შორისაა საქართველო და გამომცემლობა „ინტელექტი“.
სოლოლაკის ერთ-ერთ იტალიურ ეზოში მცხოვრები ოთხი ქართველი გოგო; ქვეყანა, რომელმაც სულ ახლახან მოიპოვა დამოუკიდებლობა; ქვეყანა, სადაც ძალადობა და ქაოსი სუფევს – ქუჩის გარჩევები, სამოქალაქო დაპირისპირება, შიმშილი, სიცივე, – ეს არის ნინო ხარატიშვილის ახალი რომანის სიუჟეტური ქარგა.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიასა და მ...
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის ერო...
დღეს, 10 ნოემბერს გელათის რეაბილიტაციის კო...
1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia-ს ფარგლებში, ს...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილ...
Mana press