ქართული ოცნების აქციის გამო, რომელიც ხვალ, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე იმართება, პოლიციამ ავლაბრის მოედანი დაცალა. "ინტერექსპრესნიუსს" ადგილობრივი მცხოვრებლები ეუბნებიან, რომ მიმდებარე სახლებში და კაორპუსებში მაცხოვრებელ ხალხს, პოლიციამ მანქანების დამალვა აიძულა. მათივე ინფორმაციით, ავლაბრის მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხვალ აქციისთვის საპარკინგე ადგილებს ამზადებენ რეგიონიდან ჩამოსული ავტობუსებისთვის. ტაბულას ინფორმაციიით, პოლიციამ თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი მუნიციპალური ავტობუსის მგზავრებს მისი დაცლა მოსთხოვა.
"ორთაჭალიდან თავისუფლების გავლით მივდიოდი სახლში, პატრულმა ავტობუსი გააჩერა, ყველა ჩამოგვსვა, თავისუფლებაზე ვერ გახვალთ – გადაკეტილიაო. ანუ, ხვალ 6 საათზე რომ შეიკრიბნონ, დღეს 9 საათზე თავისუფლებაზე ტრანსპორტით ვერ უნდა გავიარო.
ვითარება მაინც შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდე...
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებ...
მაქვს შესაძლებლობა და პატივი შემოგთავაზოთ ინტერ...
ტაკერ კარლსონი არ არის ბოლო ადამიანი ამერიკულ ჟ...
მოსკოვის პოკროვსკის მონასტრის იღუმენის იღუმენ ფ...
Mana press