Foto

1 ნოემბრიდან საქართველოში ტემპერატურის 4-5 გრადუსით მატებაა მოსალოდნელი

1 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე სინოპტიკოსები თბილ და უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში 27 და 30 ოქტომბერს მცირე ნალექი და ნისლი იქნება, ტემპერატურა +10, +12 გრადუსს მიაღწევს.

დანარჩენ დღეებში კი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 

სინოპტიკოსების განცხადებით, 1 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის 4-5 გრადუსით მატებაა მოსალოდნელი.