N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ს განცხადებით, დაპირისპირების შედეგად, ადმინისტრაციული წესით 5 პირი დააკავეს. დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. ამასთან, სენაკის N14 საარჩევნო უბნიდან, ტელეკომპანია "მთავარის" ჟურნალისტის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. "გარდა ამისა, ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 10-მდე შემთხვევაზე. მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დააფიქსიროთ აღნიშნული კანონდარღვევა და დაუყოვნებლივ შეატყობინოთ პოლიციას. ასევე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმით კონფრონტაციაში შესვლისგან და სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ხმაური იყო ზუგდიდში, მე-20 საარჩევნო უბანთან. ნიკა ნარსიას, მოძრაობა "საქართველოსთვის" დამკვირვებლის თქმით, მათ წარმომადგენელ ბექა პაპაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა "მწვანე ალტერნატივა - მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი ჯონი ციმინტია. მისი თქმით, პაპაშვილს მან სახეში ორჯერ დაარტყა. ნიკა ნარსიას ინფორმაციით, რომელიც ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა, უბანთან სიებით იდგნენ ადამიანები და როცა მივიდნენ და დაინტერესდნენ, თუ ვინ იყვნენ და რას აკეთებდნენ სიებით ხელში, ამან გამოიწვია ჯონი ციმინტიას გაღიზიანება.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press