Foto

ვაზისუბანში, საარჩევნო უბანთან უცნობმა პირმა ნიკა მელიას თავში ჩაარტყა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას ვაზისუბნის 62-ე უბანთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც კადრებში ვხედავთ, მედიასთან განცხადების გაკეთებისას მას უცნობმა პირმა თავში ხელი ჩაარტყა.

გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ იმაზე, რომ ვაზისუბანში, 62-ე უბანზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, მელია ადგილზე მივიდა და თქვა, რომ შუქი არათუ ჩაქვრა, ჩააქვრეს.

როგორც უბანზე კომისიის წევრმა განმარტა, აღნიშნული მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

ადგილზე მივიდნენ ქართული ოცნების დეპუტატები, მათ შორის, ბექა დავითულიანი და გიორგი ამილახვარი, რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა და იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. 62-ე უბანთან მობილიზებულია პოლიცია.

ინციდენტამდე ნიკა მელიამ თქვა, რომ უცნობმა ადამიანმა ფიზიკური ძალის გამოყენებით 10 ბიულეტენი ყუთში ჩაყარა და მიიმალა.

"ძალიან რბილად ჟღერს, დარბევაა განა ეს, როდესაც ოპოზიციონერი დამკვირვებლისა და კომისიის წევრის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობით დაახლოებით 10 ბიულეტენი ფიზიკურად უცხო მამაკაცმა ყუთში ჩატენა. იყო ფიზიკური დაპირისპირება შიგნით უბანზე და ამის შემდეგ ეს ადამიანი მიიმალა", — განაცხადა მელიამ.