სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა.
მისი განცხადებით, სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.
როგორც ქარდავამ აღნიშნა ის და მისის მეგობრები ქვეყნის უსაფრთხოებას იცავდნენ.
„მე და ჩემი მეგობრები ვიცავდით საქართველოს უსაფრთხოებას. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. მტკიცებულებები არის გაყალბებული და ჩვენებები მიღებულია შურისძიების, შანტაჟისა და წამების გამოყენებით.
არანაირი ნდობა არ გამაჩნია, რომ აქ აღსრულდება მართლმსაჯულება და დადგება ობიექტური განაჩენი. მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს“, – განაცხადა მეგის ქარდავამ.
მისი ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით მეგიზ ქარდავა პოლიტიკური პატიმარია.
„შუამდგომლობას დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. მას პროცესებზე გამოცხადების შესახებ უარი არ უთქვამს. როგორც ამ საქმეზე, ისე ყველა სხვა საქმეზე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია. ამას ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეები, ვინაიდან სწორედ ამაზე მეტყველებს იძულებით მიცემული ჩვენებები” - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, მეგის ქარდავა უკრაინულმა მხარემ საქართველოს 17 სექტემბერს გადმოსცა. მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მას ბრალი ედება პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press