გირჩი — მეტი თავისუფლების აქტივისტის, გიორგი ბალხამიშვილის ცემის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 3 ნოემბერს, პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის შემდეგ, ბალხამიშვილის სახლში დაბრუნებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი ბალხამიშვილის თქმით, მას რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერი აქციიდან შინ დაბრუნებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press