თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს თბილისი პრაიდის ოფისზე ჯგუფურად თავდასხმის, უკანონოდ შეჭრის, ინვენტარის დაზიანებისა და განადგურების ფაქტზე ბრალდებული სამი პირის სასამართლო სხდომა გაიმართა.
პროცესზე ექსპერტები გამოიკითხნენ, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე ოფისის ინვენტარის დაზიანებებზე ისაუბრეს.
ბრალდებულის უფლებადამცველების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ოფისის ინვენტარი არ დაუზიანებიათ და უდანაშაულოები არიან.
"დაადასტურეს, რომ ბანერები იყო დაზიანებული, ჩამოგდებული, დამწვარი. ჭიკარტებდაკრული ბანერებით მიხვდნენ, რომ ის იყო ჩამოგდებული, თორემ ის, რომ მათ დაენახათ როგორ აგდებდნენ ბანერებს, ვინ აგდებდა, მსგავსი რამ მოწმეს არ უთქვამს.
ვიდეომასალები იყო ამოღებული როგორ ადიან ოფისის აივანზე, როგორ გადადიან, როგორ ვარდება ბანერი, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩამოუგდია ბანერი," - განაცხადა გიორგი ელიზბარაშვილის ადვოკატმა ეკატერინე ბერინაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press