ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს მხარეებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად.
„შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების შესახებ გავრცელებული ცნობით. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უშუალოდ და კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის, მათ შორის საზღვრის დემარკაციის საკითხის მოსაგვარებლად“, – წერს ენტონი ბლინკენი.
ცნობისთვის, სომხეთ–აზერბაიჯანის საზღარზე შეიარაღბული დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press