Foto

საქსტატი - იანვარ-ოქტომბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23.0 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 352.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 392.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 24.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 7 959.9 მლნ. აშშ დოლარს, რაც 22.3 პროცენტით მეტი.

საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვაროქტომბერში, 4 567.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.

მათივე მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (520.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (481.8 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი(443.4 მლნ. აშშ დოლარი