Foto

2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის - ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯები 375 მლნ-მდე ლარით იზრდება

ფინანსთა მინისტის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით დღეს საქართველოს პარლამენტში გაიგზავნება მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის ცვლილება რომლის ძირითადი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯების გაზრდას შეეხება, რაც დაახლოებით 375 მილიონ ლარს მოიცავს..

როგორც მინისტრი აღნიშნავს, მიმდინარე წელს საბიუჯეტო დეფიციტი არ იზრდება და პირიქით, მოლოდინია, რომ რამდენიმე მეათედი პუნქტით შემცირდება წლის ბოლოს.

„დღეს გაიგზავნება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის ცვლილება. ძირითადი ნაწილი იქნება ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯების გაზრდა დაახლოებით 375 მილიონი ლარის ოდენობით, რომლის უდიდესი ნაწილი მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ და კორონავირუსის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების დაფინანსებას. რომელიც მიმდინარე წელს იქნება დაფინანსებული.

მნიშვნელოვანია ის, რომ შესაბამისად, ხდება საშემოსავლო ნაწილის ბიუჯეტის ზრდა, რომელიც სრულად დაბალანსდება საგადასახადო შემოსავლების ზრდით და სხვადასხვა ტიპის ეკონომიებით, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საბიუჯეტო დეფიციტი არ იზრდება, პირიქით, მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე მეათედი პროცენტული პუნქტით შემცირდება წლის ბოლოს. ხოლო ის ხარჯები, რომელიც გასაწევი იქნება უშუალოდ ჯანდაცვის მიმართულებით, ეს სრულად იქნება დაფინანსებული“, - აღნიშნავს ხუციშვილი.