თელავის რაიონულმა სასამართლომ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური გაათავისუფლა.
სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელა და ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპატიმროს, ასევე გირაოს სანაცვლოდ, დატოვებს 16 აგვისტოს, საქმის კიდევ ერთი ბრალდებული, ჯაბა ჯანგირაშვილი.
ცნობისთვის, 16 აგვისტოს, სოფელ წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.
ზურაბ ზვიადაურს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავებოდა, ხოლის ჯაბა ჯანგირაშვილი -იარაღის დაუდევრად შენახვას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press