ბატონო არჩილ, მე მინდა თქვენ გკითხოთ, ამ განცხადებისთვის, რომ გეთქვათ, „ბრალდებულო სააკაშვილო“, თქვენ რამდენ პრემიას ელოდებით? . - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა საქმის პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს.
ამასთან ბექა ბასილაია პროკუროს ეკითხება უღირს თუ არა ის პრემია, რასაც ის ამ განცხადებისთვის მიიღებს.
„ბატონო არჩილ, მე მინდა თქვენ გკითხოთ, ამ განცხადებისთვის, რომ გეთქვათ, „ბრალდებულო სააკაშვილო“, თქვენ რამდენ პრემიას ელოდებით? თქვენ ამისთვის ხართ ამ პროცესზე, რომ გეთქვათ „ბრალდებულო სააკაშვილო“, მე მინდა თქვენ გკითხოთ, განა გიღირთ ის პრემია, რომელსაც ელოდებით ამ განცხადებისთვის? როდესაც პოლიტიკური სიო სხვაგან უბერავს, თქვენი სამართლებრივი პროცესი იცვლება და მორალის კითხვის უფლება თქვენ არ გაქვთ,“- მიმართა ბასილაიამ პროკურორს.
ცნობისთვის, პროკურატურა ექს–პრეზიდენტს და მასთან ერთად ბრალდებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არ...
თბილისში, პარლამენტთან მიმინარე აქციაზე პოლიცია...
საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად ჩადენილი 7 პ...
ყოფილი სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანი...
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
Mana press