ბერლინის სასამართლო ჩეჩენი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს.
ფედერალურმა პროკურორმა ნიკოლაუს ფორშნერმა ბერლინის სააპელაციო სასამართლოს წინაშე წარდგენისას განაცხადა, რომ რუსმა ბრალდებულმა, ვადიმ კრასიკოვმა 2019 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქეს ესროლა.
ბრალდება მოითხოვს, ვადიმ კრასიკოვი დამნაშავედ ცნონ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ ტარებაში.
ცნობისთის, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press