Foto

საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

დღეს, საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 

პროცესი 12:00 საათზე არის ჩანიშნული. 

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დიდი ალბათობით სისუსტის გამო პროცესს ვერ დაესწრება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმზე ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული.