სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის III კვარტალში 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 1.4 პროცენტით აღემატება.
უწყების ცნობით, ზრდა ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.
ამასთან საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 87.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.1 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 69.3მლნ. აშშ დოლარით (23.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 54.8 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი).
სააღდგომოდ, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashbac...
„ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ბ...
საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის...
გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტ დო...
თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციუ...
Mana press