საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სააქციო საზოგადოება „ფოსტა ფეი"-ს გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საზოგადოება ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. აღნიშნულის შესახებ „საქართველოს ბანკი" იუწყება.
"იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს "ფოსტა ფეი"-ს ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
იურიდიული პირების შემთხვევაში:
ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2 (სს "ფოსტა ფეი"-ს ლიკვიდატორი როინ ცაციაშვილი - ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება", - წერია განცხადებაში.
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები...
მეტი სარგებელი თითოეულ კილომეტრში – &bdqu...
თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღ...
19-20 ივლისს, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ...
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance...
Mana press