Foto

2022 წელს ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამებზე, ჯამში, გამოყოფილია 557 მილიონი ლარი.

მომავალ წელს ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამებზე, ჯამში, გამოყოფილია 557 მილიონი ლარი. მათ შორის:

• სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გამოყოფილია 262 მილიონი ლარი, საიდანაც:

• შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სექტორში გაცემული სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე მიიმართება 121 მილიონი ლარი;

• გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შეადგენს 18 მილიონ ლარს;

• სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსებისთვის გამოყოფილია 45 მილიონი ლარი;

• მრავალწლოვანი კულტურების გაშენების თანადაფინანსებაზე მიიმართება 27 მილიონი ლარი;

• აგროდაზღვევის დაფინანსებაზე გათვალისწინებულია 12 მილიონი ლარი;

• სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სხვა პროგრამების დაფინანსება შეადგენს 39 მილიონ ლარს;

• ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე მიიმართება 270 მილიონი ლარი, მათ შორის:

• სესხის სუბსიდირება და საგრანტო თანადაფინანსება - 118 მილიონი ლარი;

• საკრედიტო-საგარანტიო სქემა - 120 მილიონი ლარი;

• მცირე გრანტები და სხვა პროგრამები - 32 მლნ ლარი;

• ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობის კუთხით, გამოყოფილია 29 მილიონი ლარი, რომელიც მიიმართება, როგორც საგრანტო დაფინანსებისთვის, ასევე IT სპეციალისტების გადამზადებაში. აღნიშნულის თაობაზე ეკონომიკის სამინისტრო იუწყება.