მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია სახეზეა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, მიმდინარე ხარჯების კუთხით მნიშვნელოვანი კლებაა პროცენტულ გამოხატულებაში. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იუწყება.
"26%-ზე მეტი იყო მიმდინარე ხარჯი. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი ჩამოსცდა 25%-ს. 2022 წელს დაგეგმილია 22.8%-ის ფარგლებში. შესაბამისად, შემცირების ტემპი სახეზეა და კრიტიკას ამ მიმართულებით ვერ გავიზიარებ. რაც შეეხება „ქამრების შემოჭერას", როდესაც ვსაუბრობთ ხელფასების 10%-იან მატებაზე საჯარო სექტორში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნომინალურ გამოხატულებაში ამ თანხის 70-80% არის ჯარის, პოლიციის, მასწავლებლების, სასწრაფო სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე და მნიშვნელოვანია ის ჩამორჩენა, რაც ამ მიმართულებით გვქონდა სრულად ასახულიყო ბიუჯეტში. დოკუმენტში მაქსიმალურად არის წარმოდგენლი პრიორიტეტები, რაც აქვს ქვეყანას. ესაა ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
თიბისიმ და Glovo-მ ერთგულ მომხმარებლებს გრძელვა...
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები...
მეტი სარგებელი თითოეულ კილომეტრში – &bdqu...
თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღ...
19-20 ივლისს, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ...
Mana press