Foto

პარლამენტმა აზარტული თამაშების კანონდებლობის გამკაცრებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა აზარტული და მომგებიანი თამაშების გამკაცრების შესახებ არსებულ პაკეტს, მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.

მიღებული ცვლილებები სანქციებს სულ 8 კანონში ეხება. ესენია: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“; „რეკლამის შესახებ“; „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „საგადასახადო კოდექსი“ და ა.შ.

გავრცელებული ინფორმაციით, აზარტული თამაშების გამოყენების მინიმალური ასაკობრივი პირობა 25 წელი გახდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციალურად დაუცეველ პირებსა და საჯარო მოხელეებს თამაშის უფლება აღეკვეთათ. ამასთან ერთად, იკრძალება ქართული საგადასახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშისთვის ონლაინ-გადახდები და ა.შ.