Foto

ნათია თურნავა - სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ მინისტრის ახალი ინიციატივა შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების თაობაზე

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიმართულებები სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით პირველ რიგში, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობა და მეტი დასაქმების უზრუნველყოფაა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივა შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანების საჯარო სამუშაოებზე დასაქმების თაობაზე.

„ეს არის პროექტი, რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების, მათ შორის, პოლონეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, უნგრეთის წარმატებულ გამოცდილებას და დადებით მოტივაციას გაუჩენს სოციალურად დაუცველ, შრომისუნარუიან ადამიანებს, რათა იმუშაონ და სოციალური შემწეობის გარდა, მასთან ერთად, შრომის ანაზღაურებაც მიიღონ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.