საქალაქო სასამართლოში, 5 ივლისის საქმის განხილვის შემდეგ, „მთავარი არხი“-ს ჟურნალისტმა, დეა მამისეიშვილმა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა დაინახოს 5 ივლისის ისტორია, რომელიც რადიკალი ჰომოფობების მიერ დაიწერა.
მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს ჩამოყალიბებული პოზიცია და სტრატეგია, ფაქტობრივად არ გააჩნია.
„წარმოვადგენ თუ არა ლგბტ თემს, რა იდეოლოგია აქვს „მთავარ არხს“, როგორია ჩემი პოლიტიკური შეხედულებები და მსოფლმხედველობა - ამ კითხვების ავტორები იყვნენ ადვოკატები, რომლებიც იცავენ რადიკალებს. ალბათ, გაკვირვებული უნდა ვიყო, თუმცა არ ვარ იმიტომ, რომ დღეს, ჩემი სამსხდომიანი გამოკითხვა დასრულდა და წინა პროცესების დროს, ძალიან ნათლად მოვისმინე როგორია დაცვის მხარის სტრატეგია და პოზიცია, რომელიც მათ ფაქტობრივად, არ აქვთ. მე არ ვესაუბრები იქ დაცვის მხარეს, ჰომოფობებს. მე მათ ვერაფერს შევაცვლევინებ. მათ 5 ივლისის განსხვავებული ისტორია იციან და ესმით, მაგრამ ისტორია დაიწერა რადიკალების მიერ და ეს უნდა დაინახოს ქართულმა მართლმსაჯულებამ“, - აღნიშნა დეა მამისეიშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press