Foto

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი გაამართლეს

გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა რანდემიმე წუთის წინ, ერთხმად მიიღეს. მათი გადაწყვეტილებით, მერაბ კობიაშვილი აუცილებელი მოგერიების მიზნით თავს იცავდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.