2021 წლის 14 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, უკანონოდ დაკავებული - გატაცებული საქართველოს მოქალაქე გელა გოჭოშვილი გათავისუფლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხელისუფლება საქართველოს მოქალაქიის გათავისუფლების საკითხს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPღM) და ჟენევის საერთაშორისო დიაკუსიების შეხვედრებზე მუდმივად აყენებდა.
„უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPღM) და ჟენევის საერთაშორისო დიაკუსიების შეხვედრებზე. სისტემატურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი “ცხელი ხაზი”. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - წერია განცხადებაში.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press