სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 822.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.1 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 3 822.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს 26.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 8 999.3 მლნ. აშშ დოლარს 24.5 პროცენტით მეტია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარნოემბერში, 5 176.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია.
მათივე ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (569.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (549.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (488.3 მლნ. აშშ დოლარი).
სააღდგომოდ, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashbac...
„ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ბ...
საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის...
გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტ დო...
თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციუ...
Mana press