გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 სექტემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა 11.7 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 530 ტონით (5%), ღირებულება - 13 ათასი აშშ დოლარით (0.2%) გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 492 ტონა), რუსეთში (3 752 ტონა), უკრაინაში (2 285 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ყველაზე ...
ზამთარში ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შ...
თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარ...
ბაზისბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანი...
2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგებით, ...
Mana press