ეკონომისტი რამაზ გერლიანის გაუჩინარების საქმესთან დაკავშრებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაწიყო. გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომისტის კვალი ავჭალის პოლიციის განყოფილების მიმდებარედ ქრება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამაზ გერლიანის მიერ „ფეისბუქ“-ზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც გაუჩინარებული პოლიციელბს ტერორში ადანაშაულებდა, სოციალური ქსელიდან გაქრა.
„გაფარჩაკებული, პატივაყრილი და ღირსება შელახული ვარ! შიგნიდან მწვავს ყველა სისძარღვი... ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ! როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე(ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს... დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ. დისკრედიტაცია გინდოდათ - ფსკერზე ვარ. ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ - ვერ მიიღებთ. კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, - წერდა რამაზ გერლიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არ...
თბილისში, პარლამენტთან მიმინარე აქციაზე პოლიცია...
საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად ჩადენილი 7 პ...
ყოფილი სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანი...
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
Mana press